საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამძიმარს უცხადებს ნიგერიელ ხალხს

© photo: Sputnik / Борис Бабанов / გადასვლა მედიაბანკშინიგერია
ნიგერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 80-მა დაზიანებები მიიღო ძლიერი აფეთქების შედეგად, რომელიც ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ იოლას ბაზარში 17 ნოემბერს მოხდა.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის პრეზიდენტს მუჰამადუ ბუჰარის (Muhammadu Buhari), ქალაქ იოლაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად ხალხის დაღუპვის გამო, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური. 

სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 80-მა დაზიანებები მიიღო ძლიერი აფეთქების შედეგად, რომელიც ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით,  ქალაქ იოლაში,  ბაზარში, 17 ნოემბერს მოხდა. 

„საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით.

ამ მწუხარების ჟამს გარწმუნებთ, რომ ქართველი ხალხი მეგობარი ნიგერიელი ხალხისა და მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობელთა გვერდით დგას“, — ნათქვამია პრემიერ-მინისტრის წერილში. 

ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია ტავის ტავზე პასუხისმგებლობა ტერაქტზე, თუმცა ამ რაიონში ძლიერი პოზიციები აქვს „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრე დაჯგუფება „ბოკო ხარამს“. 

რადიკალური ისლამური დაჯგუფება „ბოკო ხარამი“ წინააღმდეგია განათლების დასავლური მოდელის და იბრძვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შარიათის კანონების შემოღებისათვის. სწორედ ეს დაჯგუფება დგას იმ ტერაქტების უმეტესობის მიღმა, რომელიც ნიგერიაში, კამერუნსა და ჩადში სამხედრო კომპანიის წინააღმდეგ ხორციელდება. კომპანია ამ დაჯგუფების განადგურებისკენაა მიმართული. 

გაეროს მონაცემებით,  2013 წლის მაისიდან 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული იყო მიეტოვებინა საკუთარი სახლები „ბოკო ხარამის“ ბოევიკების თავდასხმის გამო. 


ყველა ახალი ამბავი
0