ამოცნობილია პარიზის ტერაქტის 129-ვე მსხვერპლის ვინაობა

© photo: Sputnik / Владимир Песня / გადასვლა მედიაბანკშისიტუაცია პარიზში ტერაქტების შემდეგ
სიტუაცია პარიზში ტერაქტების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარიზში ტერორისტული აქტების სერიის განხორციელების შედეგად დაღუპულთა ახლობლებმა დაღუპულები სახლში გადაასვენეს.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ამოცნობილია პარიზის ტერაქტის შედეგად დაღუპული ყველა 129 მსხვერპლის ვინაობა. იტყობინება საფრანგეთის მინისტრთა საბჭო.

 „დღეს, (ოთხშაბათს) ამოცნობილ იქნა ყველა 129 მსხვერპლის ვინაობა. 100 ზე მეტი მათგანი ახლობლებმა წაასვენეს“, ნათქვამია განცხადებაში. 

პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო თეატრ „ბატაკლანში“როკ–კონცერტზე მძევლები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 300 – დაიჭრა.

 

ყველა ახალი ამბავი
0