2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთმა უკრაინულ პროდუქტებზე ემბარგო დააწესა

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშიЖенщина у прилавка с сырами в гипермаркете.
Женщина у прилавка с сырами в гипермаркете.  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მინისტრის თქმით, აღნიშნული ქმედება დაიცავს რუსეთის ბაზარს აკრძალულ პროდუქტებზე წვდომისაგან.

თბილისი, 18 ნოემბერი —Sputnik. რუსეთის ფედერაციის მთავრობამ გადაწყვიტა 2016 წლის 1 იანვრიდან შემოიღოს ემბარგო უკრაინულ პროდუქტებზე. აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებულია კიევის მიერთებასთან ანტირუსულ სანქციებთან, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ალექსეი ულუკაევმა ტელეკომპანია "Россия 24"-ის ეთერში. 

 მინისტრის თქმით, აღნიშნული ქმედება დაიცავს რუსეთის ბაზარს აკრძალულ პროდუქტებზე წვდომისაგან. 

 „უკრაინასთან ნულოვანი საბაჟო ტარიფის შენარჩუნების საფუძველი ამ სიტუაციაში არ გვექნება“,  - აღნიშნა ულუკაევმა. 

 უკრაინის მიმართ პროდუქტზე ემბარგოს შემოღების საკითხზე კომენტარი „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელმა ალექსეი ალექსეენკომ გააკეთა. მისი აზრით, ამ ზომების მიღებით, რუსეთს არ ექნება პროდუქტზე დეფიციტი, რადგან მოკლე ხანში მეცხოველეობის რესტრუქტურიზება მოხდა და ქვეყანა თავად გახდა ამ სფეროში ექსპორტიორი. 

ყველა ახალი ამბავი
0