თავდაცვის მინისტრი: საქართველოს მოქალაქეები სირიაში არ მიემგზავრებიან

© photo: press-service Ministry of Defence of Georgia თინათინ ხიდაშელი
თინათინ ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს საკითხი უკვე დიდი ხანია, მოიხსნა დღის წესრიგიდან, იმიტომ რომ წინასწარ დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები ეფექტურად ხორციელდება, — განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეეების სირიაში გადინების საკითხი, მათი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაერთიანების მიზნით, არ დგას დღის წესრიგში, — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა. 

„ეს საკითხი უკვე დიდი ხანია მოხსნილია დღის წესრიგიდან, იმიტომ რომ წინასწარ დაგეგმილი და ყოველდღუირად განხორციელებული პრევენციული ღონისძიებები ძალიან ეფექტურად მუშაობს და არავითარი მასიური გადინება საქართველოში არ არსებობს“, — თქვა ხიდაშელმა. 

ივნისში ქართულმა სპეცსამსახურებმა პანკისის ხეობაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ხუთი პირი დააკავა. მათ შორის იყო სალაფიტი იმამი აიუბ ბორჩაშვილი, რომელსაც არცთუ მცირე როლი აქვს შესრულებული ახმეტის რაიონის ახალგაზრდობის რადიკალიზაციაში. ამასთან ცნობილი გახდა, რომ „ხალიფატის“ ერთ–ერთი ლიდერი აბუ უმარ აშ–შიშანი იგივე თარხან ბათირაშვილი გახლავთ, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. 


ყველა ახალი ამბავი
0