თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგას, რაიმონდ ვეიონისს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, — იუწყება პრეზიდენტის პრესსამსახური.
„საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ლატვიის რესპუბლიკასთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის განვითარებას. ჩვენი ძლიერი თანამშრომლობის განთალისწინებით, მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული კავშირი და მჭიდრო პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, — ნათქვამია ოფიციალურ მილოცვაში.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ლატვიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
1918 წლის 18 ნოემბერს, როცა ლატვია ჯერ კიდევ ფაქტობრივად ოკუპირებული იყო გერმანული არმიის მიერ, რიგაში დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს, რომლის თანახმადაც, ლატვია დამოუკიდებელი სახელმწიფო ხდებოდა. ქვეყანას სათავეში კარლის ულამნისის ბურჟუაზიული მთავრობა ჩაუდგა, რომელსაც ანტანტის ქვეყნები უჭერდნენ მხარს.