სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭო: საქართველოში შემოსვლა არ შეიზღუდება

© photo: Sputnikსაქართველოს დროშები
საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ საქართველომ უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღო, გაამკაცრა კონტროლი საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტზე.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. მიუხედავად სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებისა, საქართველოში შემოსვლა არ შეიზღუდება, — განაცხადა 18 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ.

ეს განცხადება ჯანელიძემ უსაფრთხოების საკითხებზე გამართული სხდომის შემდეგ გააკეთა, რომელსაც საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. სხდომაზე სასაზღვრო კონტროლის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღეს.

„სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება შეზღუდვებს არ ითვალისწინებს. ეს ნიშნავს… სტრატეგიული და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაცვის გაძლიერებას“, — განუცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებს.

პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ საქართველომ უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღო, გაამკაცრა კონტროლი საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტზე. 


ყველა ახალი ამბავი
0