საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ეროვნული კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას "ისლამური სახელმწიფოს" განადგურების მოწოდება გააკეთა და პუტინთან და ობამასთან ანტიტერორისტული კოალიციის შექმნის მიზნების შესახებ ისაუბრა.
ფრანსუა ოლანდა საფრანგეთის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთისა და აშშ–ის პრეზიდენტებთან – ვლადიმერ პუტინთან და ბარაკ ომაბასთან შეხვედრას აპირებს იმასთან დაკავშირებით, რომ სირიაში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ძალების გაერთიანებაზე მოილაპარაკოს.
მან მოუწოდა გაერთიანებული საერთაშორისო კოალიციის შექმნისა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ტერორიზმთან ბრძოლაში რეზოლუციის გატარებისკენ, ასევე ეროვნული უსაფრთხოების გამყარებისაკენ, რაც კონსტიტუციის შეცვლით და შესაბამისი კანონპროექტების მიღებით უნდა მოხდეს. ოლანდის თქმით, "ისის–ის" განადგურება მთელი მსოფლიოს საზოგადოებას ეხება.
"მოვუხმობ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს უმოკლეს დროში რეზოლუციის მიღებისკენ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლისკენ საერთო ლტოლვას დაადასტურებს", – განაცხადა მან.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის სამხედრო–საჰაერო ძალებმა გასულ დღეს ერ–რაქაში "ისის–ის" მთავარ ცენტრს შეუტია და მომავალში შეტევების ინტენსივობა გაიზრდება.
საფრანგეთის კონგრესი – პარლამენტის ორი პალატის, ეროვნული საბჭოს და სენატის გასვლითი სხდომა, რომელიც ტრადიციულად ყოფილი ფრანგი მეფეების ვერსალის ცნობილ სასახლეში ტარდება. მას მხოლოდ კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, ევროკავშირში ახალი სახელმწიფოს მიღების გადაწყვეტილების დასადასტურებლად ან პრეზიდენტის პარლამენტთან სპეციალური მიმართვისას იწვევენ.
ტერაქტების სერიისას 13 ნოემბერს პარიზში 129 ადამიანი დაიღუპა. პაუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო რუსეთში აკრძალულმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფო".