თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენში „სადგურის მოედნიდან“ „ვარკეთილამდე“ მოძრაობა შეზღუდულია, — იუწყება ქართული მედია.
ამის მიზეზი სადგურ „300 არაგველზე“ მატარებლის დაზიანება გახდა.
მედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის მატარებლები „სადგურის მოედნიდან“ „ახმეტელის თეატრამდე“ მოძრაობენ.