დუროვი: საფრანგეთის მთავრობა ისისზე ნაკლებად არაა პასუხისმგებელი ტერაქტებზე

© photo: Sputnik / Vladimir trefilov / გადასვლა მედიაბანკშილოგოტიპი
ლოგოტიპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის ხელისუფლება უზომოდ მაღალ გადასახადებს ადგენს და მათ ახლოაღმოსავლური ომებისა და ჩრდილოაფრიკელი მიგრანტებისთვის კარგი პირობების შესაქმნელად ხარჯავს, მიიჩნევს სოციალური ქსელის „ВКонтакте“ დამფუძნებელი.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. სოციალური ქსელის „ВКонтакте“ დამფუძნებელი და პოპულარული მესენჯერის Telegram–ის ერთ–ერთი შემქმნელი პაველ დუროვი მიიჩნევს, რომ საფრანგეთის მთავრობა ასევეა დამნაშავე პარიზის 13 ნოემბერის ტერაქტებში.

 „ვუერთდები ყველას, ვინც მსოფლიოს ულამაზეს ქალაქში გარდაცვლილებს გლოვობს. ვფიქრობ, რომ საფრანგეთის მთავრობა ისეთივე პასუხისმგებელია ამაზე (ტერაქტებზე), როგორც „ისლამური სახელმწიფო“, რადგანაც მათმა პოლიტიკამ და დაუდევრობამ ტრაგედიამდე მიგვიყვანა. ისინი, უზომოდ მაღალ გადასახადებს უწესებენ საფრანგეთის შრომისმოყვარე ხალხს, ფულს ართმევენ მათ და ამ თანხებს ახლო აღმოსავლეთში უსარგებლო ომების გაჩაღებასა და ჩრდილოაფრიკელი იმიგრანტებისთვის პარაზიტული სოციალური სამოთხის შექმნაზე ხარჯავენ“, — დაწერა დუროვმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მან აღნიშნა, რომ „სამარცხვინოა პარიზი ბეცი სოციალისტების ხელში იყოს, რომლებიც ამ შესანიშნავ ადგილს ანგრევენ“. 

 „იმედი მაქვს, რომ ისინი და მათი პოლიტიკა სამუდამოდ გაქრებიან და ეს ქალაქი — უსაფრთხო, მდიდარი და ლამაზი — კვლავ მთელი დიდებით გაბრწყინდება!“, — დაასკვნა დუროვმა. 


ყველა ახალი ამბავი
0