დიდთოვლობის გამო საქართველოს სამხედრო გზაზე 250 სატვირთო მანქანაა გაჩერებული

© photo: Sputnik / Д. Чернов / გადასვლა მედიაბანკშიНа снеголавинной станции МГУ на Эльбрусе
На снеголавинной станции МГУ на Эльбрусе - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ძლიერი თოვლის გამო, 20:00 საათიდან (მსკ.დრ.) ტრანზიტული მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილება აიკრძალა ავტომაგისტრალზე ლარსი-ვლადიკავკაზი, ორივე მიმართულებით, განსაკუთრებულ განკარგულებამდე. ორშაბათს საღამოს, სატვირთო ავტომანქანების რაოდენობა 85 იყო.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. 250 —ზე მეტი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანა დგას საქართველოს სამხედრო გზაზე იმის გამო, რომ ძლიერი თოვის გამო გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალა, იტყობინება ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მთავარი სამმართველო.

 საქართველოში ძლიერი თოვლის გამო, 20:00 საათიდან (მსკ.დრ.) ტრანზიტული მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილება აიკრძალა ავტომაგისტრალზე ლარსი-ვლადიკავკაზი, ორივე მიმართულებით, განსაკუთრებულ განკარგულებამდე. ორშაბათს საღამოს, სატვირთო ავტომანქანების რაოდენობა 85 იყო. 

„იმის გამო, რომ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან 250 სატვირთო მანქანაზე მეტი დაგროვდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დასახლებულ პუნქტ რედანტის მახლობლად გათბობის პუნქტის მოწყობის თაობაზე“, — ნათქვამია შეტყობინებაში. 


ყველა ახალი ამბავი
0