2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს პარლამენტი 27 ნოემბრამდე განიხილავს

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტში, საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 120 მილიონი ლარით იზრდება და განახლებული პროგნოზი 7 520 მილიონ ლარს შეადგენს.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. 2015 წლის კორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების გეგმის 120 მილიონი ლარით გაზრდას ითვალისწინებს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 27 ნოემბრამდე განიხილება, იტყობინება საქართველოს პარლამენტი. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 9-10 თვის ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის კორექტირება და საბიუჯეტო თანხების აუცილებლობის შესაბამისად გადანაწილება საბიუჯეტო ასიგნებებზე. 

„2015  წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი პროცედურების შესაბამისად განხილული იქნება პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში, შემდეგ დაუბრუნდება მთავრობას დასამუშავებლად. უკვე დასრულებულიპროექტი განხილული იქნება პლენარულ სხდომაზე არა უგვიანეს 27 ნოემბრისა“ — განაცხადეს საქართველოს პარლამენტში. 

წარმოდგენილ პროექტში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ 2015 წლის 9-10 თვის მონაცემებზე დაყრდნობით, საგადასახადო შემოსავლების დინამიკისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 120 მილიონი ლარით იზრდება და განახლებული პროგნოზი 7 520 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის თანახმად, პრივატიზაციიდან  მოსალოდნელი შემოსულობები იზრდება 45 მილიონი ლარით ხოლო სხვა სახის შემოსულობები კორექტირებული იქნება შესრულების ტენდენციების გათვალისწინებით. 

ასიგნებები 30 მილიონი ლარით იზრდება და 9 605 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ძირითადად გამოწვეულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეუფერხებელი რეალიზაციისათვის დამატებით რესურსების მოზიდვით. 


ყველა ახალი ამბავი
0