შსს: ოჯახური ძალადობის ფაქტები საქართველოში თითქმის 90%-ით გაიზარდა.

© photo: Sputnikოჯახი სადაც 9 ბავშვი იზრდება
ოჯახი სადაც 9 ბავშვი იზრდება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი 77,05%-ია.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში ოჯახური ძალადობის 867 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 88,07%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, ნათქვამია შსს-ს შეტყობინებაში. 

ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაულების გახსნის მაჩვენებელი 77,05%-ია. 

მიმდინარე წლის ოქტომბერში ოჯახური ძალადობის 64 ფაქტია დაფიქსირებული, რაც 3,23%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. 64 შემთხვევიდან 40 გახსნილია. გახსნის მაჩვენებელმა 62,5% შეადგინა. 


ყველა ახალი ამბავი
0