რუსეთის ფედერაცია დასჯის სინაიში რუსულ თვითმფრინავ А321-ზე ტერაქტში მონაწილეებს

© photo: Sputnik / Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშიДень траура по погибшим в авиакатастрофе, произошедшей в Египте
День траура по погибшим в авиакатастрофе, произошедшей в Египте - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ სიანზე ავტოკატასტროფის მიზეზი ტერაქტი იყო, პუტინმა დავალება გასცა იპოვონ და გაანადგურონ მისი ორგანიზატორები.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს დაავალა იპოვონ და გაანადგურონ ყველა, ვინც მონაწილეობდა  სინაიში რუსულ თვითმფრინავ А321-ზე განხორციელებულ ტერაქტში. ექსპერტები და სპეცსამსახურების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს დავალება შესრულდება. 

 ასევე პუტინის დავალებით, გაძლიერდება რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების თავდასხმები ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე სირიაში. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა უმაღლეს მთავარსარდალს შესაბამისი წინადადებები უნდა წარუდგინონ.

 რუსეთისა და საბჭოთა ავიაციის ისტორიაში უმსხვილესი ავიაკატასტროფა 31 ოქტომბერს მოხდა ეგვიპტის კუნძულ სინაის თავზე, როდესაც ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ კუთვნილი, შარმ–ეშ–შეიხიდან სანქტ–პეტერბურგში მიმავალი ლაინერი ჩამოვარდა. ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. რუსეთის ფედერაციის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა რომ, ეს იყო ტერაქტი. დადგენილია, რომ თვითმფრინავის ბორტზე თვითნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული.


ყველა ახალი ამბავი
0