ჩვენ მათ ყველგან მოვძებნით – პუტინი Airbus А321 ამფეთქებელ ტერორისტებზე

გამოწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თვითმფრინავ Airbus А321–ის კატასტროფის მიზეზების შემაჯამებელ თათბირზე, რომლის მსვლელობისასაც დადგინდა, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა ტერაქტის გამო განიცადა, განაცხადა, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი ადამიანები მოიძებნებიან და დაისჯებიან.

მოკვლევამ დაადგინა, რომ ეგვიპტეში ჩამოვარდნილი რუსულ თვითმფრინავზე ტერაქტი განხორციელდა. რუსეთი იპოვის ტერორისტებს, A321–ის ჩამოვარდნაში დამნაშავეებს, პლანეტის ნებისმიერ წერტილში, განაცხადა პუტინმა ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების შემაჯამებელ თათბირზე.

"ჩვენ ამის კეთება არ უნდა შევწყვიტოთ, უნდა შევიტყოთ ყველა მათგანის სახელი. ჩვენ მათ ყველგან მოვძებნით, სადაც არ უნდა დაიმალონ. ჩვენ მათ პლანეტის ნებისმიერ წერტილში ვიპოვით და დავსჯით", – განაცხადა პრეიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსების დახოცვა სინაიზე მსხვერპლთა რაოდენობით ყველაზე სისხლიანი დანაშაულია.

"ჩვენ ვერ დავივიწყებთ ამ გულისტკივილს. ეს ყოველთვის ჩვენთან დარჩება. მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის დამნაშავეების პოვნასა და დასჯაში", – გაანცხადა პუტინმა.

რუსული თვითმფრინავი Airbus A321 "კოგალიმავია", რომელიც ასრულებდა რეისს 9268 შარმ ელ–შეიხი – სანკტ–პეტერბურგი, 31 ოქტომბერს ეგვიპტეში სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბორტზე იმყოფებოდა 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი. ავაკატასტროფის შედეგად ვერავინ გადარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0