საქართველოს საჭადრაკო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად დამარცხდა

© http://etcc2015.com/საქართველოს ქალთა ნაკრები ჭადრაკში
საქართველოს ქალთა ნაკრები ჭადრაკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთადერთი მოჭადრაკე, რომელსაც შეხვედრა არ წაუგია, ნანა ძაგნიძეა. ეროვნული ნაკრების ლიდერმა ალექსანდრა კოსტენიუკთან დაპირისპირება ყაიმით დაასრულა.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საჭადრაკო ნაკრებმა რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში რუსეთის გუნდთან წააგო ანგარიშით 0.5-3.5 და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა.

ერთადერთი მოჭადრაკე, რომელსაც შეხვედრა არ წაუგია, ნანა ძაგნიძეა. ეროვნული ნაკრების ლიდერმა ალექსანდრა კოსტენიუკთან დაპირისპირება ყაიმით დაასრულა.

ამ წარმატების წყალობით, რუსეთის ნაკრები სატურნირო ცხრილს ერთპირონულად ჩაუდგა სათავეში — მას რვა შესაძლებლიდან რვა ქულა აქვს. მეორე ადგილზე საფრანგეთის, ხოლო მესამეზე რუმინელთა ნაკრებია.

მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები პოლონეთის გუნდს შეხვდება, ხოლო რუსეთის – საფრანგეთის.  

საქართველოს მამაკაცთა საჭადრაკო ნაკრებმა ხორვატებს 2.5 და 1.5 ქულით მოუგეს. გაიმარჯვეს ბაადურ ჯობავამ და ლევან ფანცულაიამ. ამჟამად ქართველი მოჭადრაკეები მერვე ადგილზე არიან. 

ყველა ახალი ამბავი
0