პარიზის ქუჩები და უბნები ტერაქტების სერიის შემდეგ

გამოწერა

საფრანგეთის დედაქალაქში პარასკევს მომხდარი ტერაქტების მსხვერპლების სამახსოვრო მესა ჩატარდა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. კაფეებისა და რესტორნების შესასვლელებთან, სადაც რამდენიმე დღის წინ ადამიანები დაიღუპნენ, მიტანილია ყვავილები, სანთლები, სათამაშოები, დროშები და წერილები.

პარიზის მთავარეპისკოპოსმა კარდინალმა ანდრე ვენ-ტურამ კვირას სამგლოვიარო მესა ჩაატარა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გასულ პარასკევს საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთათვის. ღვთისმსახურებას წინ უძღვოდა სამგლოვიარო ზარების რეკვა.

უცნობმა მამაკაცმა "ბატაკლანის" თეატრთან პარიზში მომცრო ზომის პიანინო მიიტანა და მასზე ჯოლ ლენონის მელოდია Imagine შეასრულა. რესპუბლიკის მოედანზე მუსიკოსმა ალექსის ზილბერბერგმა სამგლოვიარო მელოდია შეასრულა ვიოლინოზე.

პარიზელებმა და ქალაქის სტუმრებმა ყვავილები და სანთლები მიიტანეს იმ კაფეებთან და რესტორნებთან, სადაც ბოევიკებმა ცეცხლი გახსნეს.

პარასკევს საღამოს პარიზში ტერაქტების სერია მოხდა. უცნობმა პირებმა საფრანგეთის დედაქალაქის ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, 3 აფეთქება მოხდა სტადიონ "სტად დე ფრანსთან" ახლოს, სადაც ამხანაგური მატჩი ტარდებოდა საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის. გარდა ამისა, თეატრ "ბატაკლანში" მიმდინარე როკ–კონცერტზე უცნობებმა ტყვეები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 129 ადამიანი, 350-ზე მეტმა კი დაზიანება მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0