მთელს აზერბაიჯანში ინტერნეტის მუშაობა შეწყდა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასეთი ვითარება რესპუბლიკაში პირველად შეიქმნა. პროვაიდერები მომხმარებელს სთხოვენ, პრობლემას გაგებით მოეკიდონ.

თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ორშაბათს, 16.00 საათის შემდეგ ინტერნეტმა მუშაობა შეწყვიტა, განუცხადა Sputnik-ის კორესპონდენტს ერთ-ერთმა პროვაიდერმა.
წინასწარი ინფორმაციით, ინტერნეტის მუშაობის შეწყვეტა ტექნიკურ პრობლემებს უკავშირდება, რომელიც პროვაიდერ Delta Telecom-ს შეექმნა.
კომპანია „მეტრონეტში“Sputnik-ის კორესპონდენტს დაუდასტურეს, რომ ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემა მთელს ქვეყანაში შეინიშნება. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ინტერნეტმა მუშაობა 16.05 საათზე შეწყვიტა.

 „ამ დროისთვის ინტერნეტი მთელს რესპუბლიკაში არ არის, ამიტომ ახალ ამბებს ველოდებით. მიზეზს არც ჩვენ გვეუბნებიან, არც იმას, როდის აღდგება ინტერნეტის მუშაობა. ჩვენ მთავარ პროვაიდერ  Delta Telekom-ზე ვართ დამოკიდებული, რომელიც აზერბაიჯანს ინტერნეტით უზრუნველყოფს. მომხმარებელს ვთხოვთ, გაგებით მოეკიდონ ამ ვითარებას“, — განუმარტეს სააგენტოს კორესპონდენტს კომპანიაში.
თანამოსაუბრემ „მეტრონეტიდან“ დასძინა, რომ ასეთი ვითარება ქვეყანაში პირველად შეიქმნა.
საინფორმაციო სააგენტო TelecomDaily-ს გენერალური დირექტორი დენის კუსკოვი ეჭვობს, რომ ერთი პროვაიდერის მუშაობას მწყობრიდან ინტერნეტის ან სხვა ტელესაკომუნიკაციო მომსახურების მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოყვანა შეეძლო.
ბაზრის მრავალ მოთამაშეს აქვს საზღვარგარეთული მაგისტრალური და ქვეყნის შიდა არხები, და ტექნიკური პრობლემების შექმნისას სარეზერვო მაგისტრალური არხები გამოიყენება.
ექსპერტის თქმით, გაუგებარია, ეს როგორ შეიძლება მომხდარიყო. კუსკოვი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თითქმის ყოველთვის არის მთელი გრაფიკის რაიმე ალტერნატიული ვარიანტებით ამოქმედების  შესაძლებლობა.

ყველა ახალი ამბავი
0