ნანა კაკაბაძე: “წამების ფაქტები „ოცნებას“ ჯერ კიდევ 2012–ში უნდა გამოეძიებინა

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიპატიმრები
პატიმრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელის ხუან მენდესის ანგარიშში სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ პენიტენციურ სისტემაში 2012 წლის შემდეგ ადგილი ჰქონდა ძირეულ ცვლილებებს, თუმცა იგი ასევე ხაზს უსვამს 2012 წლამდე ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სათანადო გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობას.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. 2012 წლამდე ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა მოეხდინა, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამინის უფლებებისათვის “ თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ.

 წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელის ხუან მენდესის ანგარიშში სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ პენიტენციურ სისტემაში 2012 წლის შემდეგ ადგილი ჰქონდა ძირეულ ცვლილებებს, თუმცა იგი ასევე ხაზს უსვამს 2012 წლამდე ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სათანადო გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობას.

 ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომები არასაკმარისია და ნათქვამია, რომ ეს დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. სპეციალური მომხსენებლის თქმით, ასევე მნიშვენლოვანია, რომ ძველი დანაშაულების გამოძიებამ არ დააბრკოლოს ახალ ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება. 

„ძალიან კარგია წამების საწინაღმდეგო კომიტეტმა ასეთი ანგარიში რომ გამოაქვეყნა, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის დაგვაინებული. „ქართულ ოცნებას“ ეს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უნდა გაეკეთებინა, რადგან იმ პერიოდში ნაწამებ პატიმრებს ამის ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ.“– აღნიშნა ნანა კაკაბაძემ. მისი თქმით, მაშინ დაზარალებულები ჩვენებებსაც იძლეოდნენ და მზად იყვნენ ჩაეტარებინათ ექსპერტიზები. „სამი წელი ეს ადამიანები ელოდნენ, რომ მათი საქმეები გამოძიებული იქნებოდა და რომ არ გამოიძიეს მათ იმედი გაუქრათ.რეკომენდაცია კარგია, მაგრამ მთავარი ისაა ხელისუფლება რამდენად არის მზად ეს საქმეები გამოიძიოს.“–აღნიშნა კაკაბაძემ.

წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებელი ხუან მენდესი მიმდინარე წლის 12-19 მარტს იმყოფებოდა საქართველოში და მისი ვიზიტის მიზანი წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხებში ქვეყანაში არსებული მდოგმარეობის და განხორციელებული ცვლილებების შეფასება იყო.


ყველა ახალი ამბავი
0