სოფია შაფათავამ ITF Futures-ის სერიის ტურნირის ფინალში წააგო

© http://msy.gov.ge/სოფია შაფათავა
სოფია შაფათავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფია შაფათავამ საფრანგეთის ქალაქ ეკუერდრევილში მიმდინარე ITF Futures-ის სერიის ტურნირის ფინალში ლესლი კარკხოვთან ორ პარტიაში 5:7, 3:6 წააგო.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ქალებს შორის სოფია შაფათავამ საფრანგეთის ქალაქ ეკუერდრევილში მიმდინარე ITF Futures-ის სერიის ტურნირის ფინალში ლესლი კარკხოვთან ორ პარტიაში 5:7, 3:6 წააგო. 

ორივე სეტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. არც ერთ ჩოგბურთელს დიდი უპირატესობა არ ჰქონია, მაგრამ 24 წლის ჰოლანდიელი იკეთესი იყო ჩაწოდებების მიღებაში, რამაც მას საშუალება მისცა რამდენჯერმე გაეკეთებინა ბრეიკი და საერთო გამარჯვებისათვის აუცილებელი ფორა მოეპოვებინა. 

ფინალში გასვლისათვის, რომელიც ქართველი ჩოგბურთელისათვის ინდივიდუალურ თანრიგში პირველი იყო, ქართველმა ჩოგბურთელმა 34 სარეიტინგო ქულა  მოიპოვა და 240 —ე ადგილზე გადავიდა WTA-ს ახალ  რეიტინგში, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა. 


ყველა ახალი ამბავი
0