თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის ქალთა საჭადრაკო გუნდები რეიკიავიკის ევროპის გუნდური ჩემპიონატის მესამე ტურის შემდეგ ლიდერები არიან.
ორივე გუნდს სამ–სამი მოგება და ექვს–ექვსი ქულა აქვს. სატურნირო ცხრილის მესამე ხაზს საფრანგეთის გუნდი იკავებს.
პირველ ტურში ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა ჩეხი მოწინააღმდეგეები ანგარიშით 3.5:0.5 გაანადგურეს. მათ თურქი გოგონები მიჰყვნენ, რომლებმაც ქართველებთან ბრძოლა ანგარიშით 1.5:2.5 დაასრულეს. მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ერთ–ერთი ფავორიტი, უკრაინის გუნდიც დაამარცხა ანგარიშით 2.5:1.5
16 ნოემბერს ქართველი მოჭადრაკე გოგონები რუსეთის ნაკრებს შეხვდებიან.
რაც შეეხება საქართველოს მამაკაცთა ნაკრებს, სამი ტურის შემდეგ მას ოთხი ქულა აქვს და მეათე ადგილზეა.
ევროპის ჩემპიონატი 22 ნოემბრამდე გასტანს. ტურნირში ქალთა 30 და მამაკაცთა 35 ნაკრები მონაწილეობს.