ფესტივალი „შეიგრძენი საქართველო“ სანქტ–პეტერბურგში

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშისანქტ–პეტერბურგი
სანქტ–პეტერბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის პროგრამაში შეტანილია გამოფენა „საქრათველო — გაცოცხლებული ტილოები“, სადაც წარმოდგენილი იქნება ნიკო ფიროსმანის, მამუკა თავქარაშვილის, რომანოზ გველესიანი, შალვა ქიქოძის, გიგო გაბაშვილისა და სხვა გამოჩენილი ქართველი მხატვრების სურათები.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ქართული კულტურის ფესტივალი „შეიგრძენი საქართველო“ სანქტ–პეტერბურგში 24–29 ნოემბერს ჩატარდება, — იუწყება ღონისძიების ორგანიზატორი, კომპანია  „მულტიარტი“. 

ფესტივალი კინოსტუდია „ლენდოკში“ ჩატარდება და ქართულ კინემატოგრაფს, მხატვრობას, მუსიკასა და ფოლკლორს წარმოადგენს. 

„ლეგენდარული კინო, უგემრიელესი სამზარეულო, შეხვედრები უნიკალურ ადამიანებთან, ქართული ხელოვნება მთელი თავისი მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით! ქართული კულტურის ფესტივალი „შეიგრძენი საქართველო“ — ეს საქართველოსადმი მიძღვნილი მოვლენების მთელი კასკადია. აქედან თითოეული ჭეშმარიტი კულტურული მოვლენაა“, — ნათქვამია განცხადებაში. 

ფესტივალი გიორგი ოვაშვილის ფილმით „სიმინდის კუნძული“ და ანსამბლ „ბანის“ გამოსვლით გაიხსნება. 

ფესტივალის პროგრამაში შეტანილია გამოფენა „საქართველო — გაცოცხლებული ტილოები“, სადაც წარმოდგენილი იქნება ნიკო ფიროსმანის, მამუკა თავქარაშვილის, რომანოზ გველესიანის, შალვა ქიქოძის, გიგო გაბაშვილისა და სხვა გამოჩენილი ქართველი მხატვრების სურათები, — აღნიშნავენ ორგანიზატორები. 

ფესტივალზე დაგეგმილია სხვადასხვა წლების ქართული ფილმების რეტროსპექტივაც. მათ შორისაა აბულაძის, შენგელეიას, კობახიძის, ფარაჯანოვის საკულტო სურათები და ქართული კინოს ისტორიაში პირველი ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში 1912 წელს“. 

ამას გარდა, ფესტივალზე მოეწყობა შოთა რუსთაველის შედევრის, „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემის პროზაული ვერსიის პრეზენტაციაც. 

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება თემატური მრგვალი მაგიდები, ლექციები, დისკუსიები და კონკურსები. 


ყველა ახალი ამბავი
0