სოსო ცინცაძე: “ევროპის გადაკიდება ბაშარ ასადის ინტერესებში არ შედის“

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშიСотрудники французской полиции
Сотрудники французской полиции - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერაქტები, რომლებმაც გასულ კვირას პარიზი შეარყია, სირიის ტერიტორიაზე დაიგეგმა და იქიდანვე იყო ორგანიზებული, — განაცხადა საფრანგეთის პრემიერ–მინისტრმა მანუელ ვალსმა.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელებულ ტერაქტების სერია სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეების დაგეგმილი იქნება, ფიქრობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. 

„თუ საფრანგეთის პრემიერ–მინისტრს იმის თქმა უნდოდა, რომ ეს ტერაქტები სირიაში ბაშარ ასადმა დაგეგმა, ეს ზღაპარია, რადგან მის ინტერესებში ევროპის გადაკიდება არ შედის“–თვლის სოსო ცინცაძე. პოლიტოლოგის თქმით, ამავე დროს, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს თუ რომელ ქვეყანაში დაიგეგმა პარიზში განხორციელებული ტერაქტების სერია, მთავარი ისაა თუ რამდენად ვართ დაცული ჩვენ მისგან. 

ტერაქტები, რომლებმაც გასულ კვირას პარიზი შეარყია, სირიის ტერიტორიაზე დაიგეგმა და იქიდანვე იყო ორგანიზებული, — განაცხადა საფრანგეთის პრემიერ–მინისტრმა მანუელ ვალსმა. „ეს თავდასხმა სირიის ტერიტორიიდან იყო ორგანიზებული, მოფიქრებული და დაგეგმილი“, – განაცხადა ვალსმა რადიოსდგურ RTL–ის ეთერში. 

საფრანგეთის პრემიერ–მინისტრის განცხადებით, უახლოეს კვირებსა და თვეებში შეიძლება ახალი ტერორისტული შეტევები განხორციელდეს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. პარიზში პარასკევს, 13 ნოემბერს ტერაქტების სერია განხორციელდა, რომელმაც 132 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უცნობმა პირებმა ერთ–ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, მოაწყეს სამი აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა, ხოლო როკ–კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“ მძევლები აიყვანეს.


ყველა ახალი ამბავი
0