მკითხველთა კლუბმა საჯაროდ წარმოადგინა გელა ჩარკვიანის წიგნები

გამოწერა

თბილისში ცნობილი ქართველი დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის, გელა ჩარკვიანის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას ორგანიზება გაუწია საქართველოს მკითხველთა კლუბმა, რომელზეც ახალგაზრდებმა ავტორის სამი წიგნი წარმოადგინეს – "ნარგიზა", "ინტერვიუ მამასთან" და "ნაგერალა". 

"მკითხველთა კლუბის მიზანია წაკითხული წიგნების განხილვა და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გელა ჩარკვიანის წიგნებთან გაცნობა და დისკუსია საინტერესო იქნება", – Sputnik-თან საუბარში განაცხადა პრეზენტაციის ორგანიზატორმა, ცნობილმა ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა.

თავის მხრივ წიგნების ავტორმა აღნიშნა, რომ ძალიან კმაყოფილია შემდგარი საღამოთი.

"ძალიან კმაყოფილი ვარ. საინტერესო შეკითხვებს მისვამდნენ და შეხვედრა ძალიან კარგი იყო. მასში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები და ასაკოვანი ხალხი… და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა უნდა იკითხოს – ვინაიდან ყველაფერი წიგნებიდან მოდის", – Sputnik-თან საუბარში განაცხადა გელა ჩარკვიანმა.

ყველა ახალი ამბავი
0