წიგნის "ქართულ–რუსული ურთიერთობების ისტორიიდან" პრეზენტაცია, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელის მოწერის 230–ე წლისთავს მიეძღვნა, თბილისში გაიმართა.
წიგნს ხუთი ავტორი ყავს, რომლებმაც ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მოიხსენიეს XVIII საუკუნის მოვლენები, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო.
"ჩვენს წიგნში აღწერილია მოვლენები, რომლებიც XVIII საუკუნის 1969-1796 წლებში ვითარდებოდა და რომლებიც გეორგიევსკის ტრაქტატის დადებას უძღვოდა წინ, ასევე იმ ზეგავლენას, რომელიც ამ დოკუმენტმა იქონია ქართულ–რუსული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე", – Sputnik-ს განუცხადა წიგნის ერთ–ერთმა ავტორმა, ისტორიული მეცნიერების კანდიდატმა მიხეილ რიიჟენკოვმა.
წიგნზე მუშაობა 2014 წელ დაიწყო. წიგნის მომზადება და გამოცემა რუსული ფედერალური მიზნის მქონე პროგრამის "რუსეთის კულტურა" ფარგლებში განხორციელდა.
"წიგნი სრულიად ობიექტურია, ვინაიდან ის შეიცავს არა მკვლევართა მოსაზრებებსა და ინტერპრეტაციებს, არამედ ისტორიულ დოკუმენტებს, რომლებიც წარსულის მოვლენებს გვიამბობს და მათ ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება", – Sputnik-ს განუცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ისტორიული შთამომავლობის" ხელმძღვანელმა ტარიელ გაგნიძემ.
თბილისში წიგნის პრეზენტაციაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ "ისტორიული შთამომავლობა" გაუწია ორგანიზება, ასევე გაიმართა საუბარი ქართულ–რუსული ურთიერთობების მიმდინარე ეტაპის შესახებ. გამოიხატა მწუხარება, რომ ორი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ჯერ ვერ შეძლო არსებული პრობლემების გადაჭრა და დაახლოვების დაწყება.
ასევე გამოცხადდა, რომ ავტორებმა წიგნისა, რომელიც ქართულ–რუსული ურთიერთობების ისტორიას მიეძღვნა, გამოსცეს კიდევ ერთი წიგნი – "უკრაინა და რუსეთი", სადაც ორ ქვეყანას შორის კონფლიქტზეა საუბარი.