თბილისში მედიაფორუმს 100–ზე მეტი მონაწილე დაესწრო რუსეთიდან და სამხრეთ კავკასიიდან

გამოწერა

ორდღიანი საერთაშორისო კავკასიური მედიაფორუმი გაიმართა თბილისში თემაზე "მშვიდობა შოკის ეპოქაში: ვინ გადარჩება?"

2 დღის განმავლობაში წამყვანი მედიის ხელმძღვანელები, ექსპერტები მედიის სფეროში და ჟურნალისტები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან და რუსეთიდან თანამედროვე საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ, ასევე მსოფლიო და რეგიონული კრიზისების გავლენას სამხრეთ კავკასიის მედიაზე.

ფორუმის ფარგლებში იმართება დისკუსიები, მრგვალი მაგიდები, ტრენინგები და პრეზენტაციები.

სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების მედიის რედაქტორებისა და ჟურნალისტებისათვის გამართული ღონისძიების ორგანიზატორია გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს" რედაქცია.

ფორუმის დასაწყისში შედგა დისკუსია თემაზე "ზესახელმწიფოების ეპოქის დასასრული", რომელშიც მონაწილეობა მიიღო რადიოსადგურ "ლაპარაკობს მოსკოვის" დირექტორმა ვლადიმერ მამონტოვმა. შემდეგ გაიმართა სრულიად რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის კომპანიის პოლიტიკური მიმომხილველის კირილ პრივალოვის ტრენინგი "წარმატებული ინტერვიუს საიდუმლოებები".

ყველა ახალი ამბავი
0