თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. „ოცეულის“ ქვეყნების ლიდერები პარიზის კლიმატურ კონფერენციაზე სავალდებულო შეთანხმების მიღწევას აპირებენ, — განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის რწმუნებულმა „ოცეულში“ სვეტლანა ლუკაშმა.
„ყველა ქვეყანამ — როგორც განვითარებულმა, ისე განვითარებადმა, ძირითადი ყურადღება კონფერენციის მხარდაჭერას დაუთმეს, რომელიც ამა წლის დეკემბერში პარიზში გაიმართება. ის კლიმატის ცვლილებების საკითხებს ეძღვნება“, — განაცხადა ლუკაშმა.
მისი თქმით, მრავალმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი კოპენჰაგენის ჩავარდნილი მოლაპარაკებებიდან შვიდი წლის შემდეგ ახალი, სავალდებულო შეთანხმების მიღებას, რომელიც სასათბურე გაზების ყველა ძირითად ემიტენტს მოიცავს.
„დიდი ხანია, ამ შეთანხმების დადებისკენ მოვუწოდებთ ყველას“, — თქვა ლუკაშმა და აღნიშნა, რომ „ოცეულის“ ყველა ლიდერი პარიზის კონფერენციაზე ამ შეთანხმების მიღწევის მომხრეა.