მამუკა არეშიძე - საფრანგეთის ტერაქტები მისი ხელმძღვანელობის უნიათობის ბრალია

გამოწერა
გარდა ამისა, ექპსერტის თქმით, ასეთი ტიპის ტერაქტები ეევროპაში და ზოგადად ცივილიზირებულ სამყაროში იმ მანკიერი პოლიტიკის გამოც იყო მოსალოდნელი, რომელსაც გავლენიანი სახელმწიფოები ატარებენ.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთი არის სუსტი რგოლი დასავლურ პოლიტიკურ სივრცეში ამჟამინდელი ხელისუფლების აბსოლუტურად უნიათო შიდა პოლიტიკის გამო, მიაჩნია ექპსერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს. 

 „საფრანგეთის სპეცსამსახურები, რომლებიც გამოირჩევიან ძალიან მაღალი კვალიფიკაციით და ამასთან ერთად, ისლამისტურ სამყაროსაც კარგად იცნობენ, შეზღუდულები არიან მოქმედებებში თავიანთი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ და ვერ ახერხებენ უსაფრთხოების სისტემის სრულფასოვნას ამუშავებას“–განაცხადა  მამუკა არეშიძემ.

 ექსპერტის თქმით, ის რაც დღეს საფრანგეთში ხდება გარკვეულწილად ე.წ. ბოდიშის მოხდის პოლიტიკამაც განაპირობა, რომელსაც საფრანგეთი გასული საუკუნიდან მოყოლებული თავისი ყოფილი კოლონიების მიმართ ატარებდა და ეს  გამოიხატებოდა არა მხოლოდ პოზიციის სიტყვიერად დაფიქსირებაში, არამედ ამ ქვეყნებიდან წამოსული ადმიანების უპირობოდ მიღებაში.

 „ყველა ადამიანი, რომელიც ჩადიოდა საფრანგეთში მისი ყოფილი კოლონიებიდან ავტომატურად ხდებოდა ფრანგი. რის შედეგადაც ქვეყანაში გაიზარდა ამ ადამიანების კრიტიკული მასა. შეიცვალა დემოგრაფიული სურათი. ამას დაერთო დღევანდელი ლტოლვილების დიდი ნაკადი, პოლიტიკური ისლამი და ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების სრულიად უნიათო შიდა პოლიტიკა. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ  სურათი, როდესაც საფრანგეთში და განსაკუთრებით მის დედაქალაქში გარკვეული ინტენსივობით ასეთი უზარმაზარი ტერაქტები ეწყობა“–აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

გარდა ამისა, ექპსერტის თქმით, ასეთი ტიპის ტერაქტები ეევროპაში და ზოგადად ცივილიზირებულ სამყაროში იმ მანკიერი პოლიტიკის გამოც იყო მოსალოდნელი, რომელსაც გავლენიანი სახელმწიფოები ატარებენ. ზესახელმწიფოები, რომლებსაც  ერთი შეხედვით მყარი ეკონომიკური, მდგომარეობა აქვთ. საბოლოო ჯამში კი ვიღებთ იმ სურათს, რომ პრაქტიკულად აზიური და აფრიკული სახელმწიფოების დიდი ნაწილი მუდმივი კონფლიქტისა და სოციალური და სამოქალაქო დაპირისპირების რეჟიმში ცხოვრობს.

 „აშშ და რუსეთი ცდილობენ რომ კონფრონტაცია სხვის ტერიტორიაზე გადაიტანონ, სხვები კი ცდილობენ, რომ კონფრონტაციის სხვის ტერიტორიაზე გადატანის პარალელურად თავის ტერიტორიაზეც შეიფრონ ამ კონფრონტაციის შედეგად დაზარალებული ადამიანები და ამას ევროპული დემოკრატიული ფასეულობების ნაწილად ასაღებენ“–მიაჩნია მამუკა არეშიძეს. 

 პარასკევს ღამე, ტერაქტების სერია მოხდა პარიზში. უცნობმა პირებმა მეათე რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, სამი აფეთქება გაისმა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის მახლობლად, სადაც მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა როკ-კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“, მე-11-ე რაიონში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 128 ადამიანი და დაშავებულია 250-მდე. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0