პარიზის ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა

© RIA Novostiსამძიმარი ფრანგ ხალხს
სამძიმარი ფრანგ ხალხს - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე წყარო სამართალდამცავი უწყებებიდან იტყობინებოდა, რომ 128 ადამიანი დაიღუპა და 180 დაშავა, რომელთაგან 99 მძიმე მდგომარეობაშია.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. პარიზში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 250-მდე გაიზარდა, იტყობინება სააგენტო რია ნოვოსტი სააფენტო ფრანც-პრესზე დაყრდნობით. 

მანამდე წყარო სამართალდამცავი უწყებებიდან იტყობინებოდა, რომ 128 ადამიანი დაიღუპა და 180 დაშავა, რომელთაგან 99 მძიმე მდგომარეობაშია. 

პარასკევს ღამე, ტერაქტების სერია მოხდა პარიზში. უცნობმა პირებმა მეათე რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, სამი აფეთქება გაისმა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის მახლობლად, სადაც მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. 

გარდა ამისა როკ-კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“, მე11-ე რაიონში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს.


ყველა ახალი ამბავი
0