საქართველოს პრემიერი საფრანგეთში მომხდარი ტრაგედიის გამო შოკირებულია

© Facebook / Irakli GaribashviliИраклий Гарибашвили
Ираклий Гарибашвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს ღამით ტერორისტული აქტების სერიის გამო საფრანგეთს მიუსამძიმრა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს ღამით ტერორისტული აქტების სერიის გამო საფრანგეთს სამძიმარი გამუცხადა.

„შოკირებული ვარ პარიზში მომხდარი ტრაგედიით. ამ მძიმე წუთებში ვართ ფრანგი ხალხის გვერდით“, — აღნიშნულია ღარიბაშვილის ფეისბუქის გვერდზე.

პარასკევს ღამე, ტერაქტების სერია მოხდა პარიზში. უცნობმა პირებმა მეათე რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, სამი აფეთქება გაისმა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის მახლობლად, სადაც მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. 

გარდა ამისა როკ-კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“, მე11-ე რაიონში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს.  ტერაქტს სულ მცირე 127 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0