მარგველაშვილი: საქართველო შეძრა საფრანგეთში მომხდარმა ტერაქტმა

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი და პირადად თვითონ უზარმაზარ ტკივილს საფრანგეთთან ერთად იზიარებს.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik.საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს და ფრანგ ხალხს პარასკევს ღამით განხორციელებული ტერაქტების შედეგად ხალხის დაღუპვასთან დაკავშირებით სამძიმარს უცხადებს.

„მთელი საქართველო შესძრა საფრანგეთში მომხდარმა საზარელმა ტერორისტულმა აქტებმა, რომლებსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთან ბრძოლაშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ“, — აღნიშნულია მარგველაშვილის საფრანგეთის პრეზიდენტისადმი გზავნილში.

 მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი და პირადად თვითონ საფრანგეთთან ერთად უზარმაზარ ტკივილსიზიარებს. „ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით და მტკიცე თანადგომას გიცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში“, — აღნიშნულია სამძიმრის წერილში. 

 პარასკევს საღამოს პარიზში ტერაქტების სერია განხორციელდა. უცნობმა პირებმა პარიზის მეათე რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, სამი აფეთქება გაისმა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის მახლობლად, სადაც მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. 

გარდა ამისა,როკ-კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“, მე-11რაიონშიუცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. პარიზის მერიის ინფორმაციით,  არანაკლებ 150 ადამიანისა დაიღუპა, ტერაქტების შედეგად, მათგან 110-მდე თეატრ „ბატაკლანში“  და კიდევ 40 პარიზის სხვა რაიონებში. 

 

ყველა ახალი ამბავი
0