თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. მოქალაქეებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების თანხის გადახდა სწრაფი გადახდის აპარატების (PayBox) მეშვეობით შეეძლებათ, ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრეს-სამსახური იტყობინება.
შესაბამის სამმხრივ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“, „გაერთიანებულ ქლირინგ ცენტრსა“ და „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ შორის.
დოკუმენტის მიხედვით, ამოქმედდება პროექტი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო საქმისწარმოების, პროკურატურის და სისხლის სამართლის ჯარიმების, გამარტივებული საქმისწარმოებისა და ფაქტების კონსტატაციის თანხები სწრაფი გადახდის აპარატების (PayBox) საშუალებით გადაიხადონ.
„ამით აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებების საფასურის გადახდა უფრო მოსახერხებელი გახდება და მომხმარებლებს აღარ მოუწევთ ბანკების გრძელ რიგში დგომა,“– აღნიშნავენ ბიუროს პრეს–სამსახურში