საქართველოს ნაკრები „რა? სად? როდის?“ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

© https://www.facebook.com/Mosik/photos?hc_location=ufiЧемпионата мира по "Что? Где? Когда?"
Чемпионата мира по Что? Где? Когда? - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი ადგილი შესარჩევი ტურის შედეგებით სერგეი ნიკოლენკოს („Рабочее Название“, რუსეთი) გუნდმა დაიკავა, რომელმაც 47 კითხვას გასცა სწორი პასუხი.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრები დავით რაფავას მეთაურობით“რა?სად?როდის?“  მე-13-ე მსოფლიო ჩემპიონატის სპორტული ვერსიის ფინალში გავიდა, რომელიც ამჟამად თბილისში მიმდინარეობს. 

ტურნირის პირველ დღეს 59 გუნდი 60 კითხვაზე თამაშობდა. ფინალში 18 საუკეთესო მაჩვენებლის მქონე გუნდი გადიოდა. შედეგად, ქართულმა ექვსეულმა 32 კითხვას უპასუხა და 10-11 ადგილები გაიყო ბალაშ კასუმოვის გუნდთან ერთად, რითაც  მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ სტადიაში გავიდა. 

 პირველი ადგილი შესარჩევი ტურის შედეგებით სერგეი ნიკოლენკოს („Рабочее Название“, რუსეთი) გუნდმა დაიკავა, რომელმაც 47 კითხვას გასცა სწორი პასუხი. 46 სწორი პასუხით, მეორე ადგილზეა მიხეილ სავჩენკოვის საერთაშორისო გუნდი ("Борский корабел"). მესამეზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ილია ბერას  ("Tenzor Consulting", ცნობილი ასევე სახელწოდებით "Ксеп",  რუსეთი) გუნდი გავიდა. 

ტურნირის ფინალურ ნაწილში რუსეთს 5 გუნდი წარმოადგენს. ხვალინდელ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ასევე ორი საერთაშორისო გუნდი. საქართველოდან, ფინეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, ბელორუსიდან, უზბეკეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ლატვიიდან თითო გუნდი იქნება წარმოდგენილი. 


ყველა ახალი ამბავი
0