ბავშვთა გუნდი ესპანეთის ფესტივალის გამარჯვებული გახდა

© https://www.facebook.com/culturegovge/?fref=photoბავშვთა შერეული გუნდი "პატარა გეორგიკა"
ბავშვთა შერეული გუნდი პატარა გეორგიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალში მონაწილეობის გარდა, რომელიც წელს 31 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა, 4 ნოემბერს გუნდმა „პატარა გეორგიკა“ ქალაქ ლორეტ დე მარის St. Roma-ს ეკლესიაში ერთსაათიანი კონცერტი გამართა.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს ბავშვთა შერეული გუნდი „პატარა გეორგიკა“ ხელოვნებისა და მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის The Place Of Holiday-ს პრიზიორი გახდა, იუწყება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.

 The Place Of Holiday (იქ, სადაც ზეიმია) — საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარში (კატალონია) ყოველწლიურად იმართება და შემოქმედებით კოლექტოვებს მთელი მსოფლიოდან უყრის თავს. გარდა ხელოვნებასა და მუსიკაში მსოფლიო მიღწევების დემონსტრაციისა, ფესტივალის პროგრამა გასართობი ღონისძიებებითა და ექსკურსიებით არის დატვირთული.

 ფესტივალში მონაწილეობის გარდა, რომელიც წელს 31 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით გაიმართა, 4 ნოემბერს გუნდმა „პატარა გეორგიკა“ ქალაქ ლორეტ დე მარის St. Roma-ს ეკლესიაში ერთსაათიანი კონცერტი გამართა.

 სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდებს საქართველოს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უმასპინძლა და გამარჯვება მიულოცა.

  „არ შეგვეძლო, პირადად არ მიგველოცა მათთვის და არ გვეთქვა, როგორ ვამაყობთ მათი წარმატებით, გადაგვეხადა მადლობა, რა თქმა უნდა, მათი პედაგოგებისა და მშობლებისათვის. მინდა ვუთხრა მათ მშობლებს, რომ მათთან ერთად ვამაყობთ მათი შვილებით“, — განაცხადა მინისტრმა.

ბავშვთა შერეული გუნდი „პატარა გეორგიკა“ 6-დან 15 წლამდე მოზარდებს აერთიანებს. ის თბილისის მე-6 საავტორო სკოლასთან 2010 წლიდან ფუნქციონირებს.

 „პატარა გეორგიკამ“ საერთაშორისო ფესტივალებსა და კონკურსებზე ადრეც გაიმარჯვა. ის ბულგარეთის ხელოვნების ახალგაზრდული კონკურსის MUZITE-ს (2013) ვერცხლის მედლისა და საგუნდო სიმღერის ეროვნული კონკურსის (2014) პირველი პრემიის მფლობელია.


ყველა ახალი ამბავი
0