თურქეთის G20–ის სამიტზე ტერორიზმთან ბრძოლასა და მიგრაციულ კრიზისზე იმსჯელებენ

© photo: Sputnik / Владимир Вяткин / გადასვლა მედიაბანკშიქალაქი ანტალია. ნავმისადგომი
ქალაქი ანტალია. ნავმისადგომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის სამიტზე განიხილავენ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს, ლტოლვილებთან დაკავშირებულ კრიზისს და ამ პრობლემებთან ბრძოლაში თანამშრომლობის პოტენციურ გზებზე იმსჯელებენ.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. G20-ის ლიდერები თურქეთის სამიტზე ტერორიზმთან ბრძოლის გზებსა და ბოევიკების მიერ დაპყრობილი ქვეყნებიდან ლტოლვილი ადამიანების პრობლემებზე იმსჯელებენ, — განაცხადა პარასკევს პრესბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა. 

„განიხილება გლობალური გამოწვევები, კერძოდ, ტერორიზმი და ლტოლვილთა კრიზისი. სადილისას იქნება მსჯელობა ტერორისტული ორგანიზაციების, უპირველესად, „ისლამური სახელმწიფოსგან“ გამომდინარე საფრთხეებისა  და მასთან ბრძოლაში თანამშრომლობის პოტენციური გზების შესახებ“, — აღნიშნა უშაკოვმა.

უშაკოვის თქმით, საუზმეზე სამიტის მონაწილეები კლიმატისა და გლობალური დათბობის, გარემოს დაბინძურების, საცხოვრებელი გარემოს რღვევის პრობლემებს განიხილავენ და ასევე იმსჯელებენ სითბურის გაზების ემისიის დონის შემცირების შესახებ ახალი სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერის პერსპექტივებზეც. გარდა ამისა, G20-ის ლიდერები პარიზში კლიმატური კონფერენციის მომზადების თაობაზე ერთმანეთს მოსაზრებებს გაუზიარებენ.

სამიტი თურქეთში 15-16 ნოემბერს ჩატარდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0