მაშველებმა ხაბაროვსკთან ახლოს ყინულის ნატეხზე დარჩენილი ბავშვები გადაარჩინეს

გამოწერა

ხაბაროვსკის მხარეში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა საჰაერო ბალიშიანი კატერის საშუალებით ყინულის ნატეხზე დარჩენილი მოზარდები გადაარჩინეს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა ოპერაცია.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში შევიდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ შენიშნა, თუ როგორ მიცურავდა ყინულის ნატეხით ორი ადამიანი ამურის არხის რაიონში სოფელ ოსინოვაიას მდინარესთან ახლოს. შემთხვევის ადგილისკენ გაემართნენ მაშველები, ასევე აფრინდა ვერტმფრენი მი-8.

"პარასკევს, 2015 წლის 13 ნოემბერს 10:30 საათზე, რუსეთის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის კრიზისული სიტუაციების სამმართველოს ცენტრის ოპერატიულ მორიგე ცვლაში ინფორმაცია შევიდა იმის შესახებ, რომ ორი ადამიანი ყინულის ნატეხით მიცურავდა", — ნათქვამია შეტყობინებაში.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშროლებმა პაველ გასკოვმა და სერგეი დვორნიჩენკომ საჰაერო ბალიშიანი კატერის საშუალებით ორი ბავშვი ყინულის ნატეხიდან აიყვანეს. პრეს-სამსახურის ინფორმაციით, მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვები პოლიციის თანამშრომლებს მიაბარეს, რომლებიც მათ საცხოვრებელ ადგილს დაადგენენ.

სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო 24 ადამიანი და 6 ერთეული ტექნიკა, მათ შორის რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან 18 ადამიანი და 4 ერთეული ტექნიკა.

ყველა ახალი ამბავი
0