დუბაის მე–13 საერთაშორისო ავტოსალონზე უჩვენეს ავტომობილები ჯეიმს ბონდის ფილმებიდან და ჰოლივუდის ცნობილი ბლოკბასტერებიდან. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურებოდა მანქანები, რომლებითაც კინოს ცნობილი გმირები სარგებლობდნენ.
დუბაის ავტოსალონზე ჯეიმს ბონდის ფილმების თაყვანისმცემლებს სხვადასხვა ფილმებში გამოყენებული ავტომობილები უჩვენეს, კერძოდ, Aston Martin V8 Volante და Toyota 2000 GT.
"აქ არის Aston Martin DB6, რომელიც ნებისმიერი ადამიანი იცნობს, როგორც ბონდის კინოფილმებიდან პირველ მანქანას. ჩემს უკან დგას Toyota 2000 GT, ისევ ჯეიმს ბონდი, "ცოცხლობ მხოლოდ ორჯერ". აქ არის ასევე Aston Martin V8 Volante, ტიმოტი დალტონს ყავდა ასეთი ბონდის მის სურათში, როგორც მახსოვს, ფილმში "ნაპერწკლები თვალებიდან", – განაცხადა ასილ იასინმა, გამოფნაში მონაწილე კომპანიის თანამშრომელმა.
სტუმრებს უჩვენეს მითიური Lykan HyperSport ფილმიდან "ფორსაჟი 7" და Volvo P1800, რომელსაც პოპულარული ტელესერიალიდან "წმინდანი" როჯერ მურის პერსონაჟი მართავდა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ავტომობილების Jaguar C-X75 და Land Rover Defender ასლები, რომლებითაც სარგებლობდნენ ბოროტმოქმედები ბონდის ფილმების ახალ სერიაში "სპექტრი", ასევე Aston Martin DB10, რომელსაც თავად აგენტი 007 მართავდა.
საერთაშორისო ავტოსალონი დუბაიში 10–დან 14 ნოემბრის ჩათვლით ტარდება. მსოფლიო სავაჭრო ცენტრში განთავსებული გამოფენის საერთო ფართი 85 ათას კვადრატულ მეტრს აჭარბებს. პოიუმზე წარმოდგენილია მსოფლიოს ცნობილი მწარმოებლების 600–ზე მეტი ავტომობილი: Cadillac, McLaren, Lamborghini, Jaguar, Mazda, Porsche და Lincoln. შოუზე ასევე წარმოდგენილია ეგზოტიკური პრემიალური ბრენდები: Panoz, David Brown Automotive და Alvis Car Company.