საკალათბურთო კლუბ „ვითას“ მოთამაშეები ტოვებენ

© photo: Sputnik / Владимир Песня / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაქრაძე უკვე მეოთხე კალათბურთელია, რომელმაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „ვითასთან“ კონტრაქტი შეწყვიტა. მანამდე გუნდი დატოვეს ბექა წივწივაძემ, მიხეილ ბერიშვილმა და უკრაინელმა ლეგიონერმა ალექსანდრ ლიპოვიმ.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საკალათბურთო კლუბ „ვითას“ მცველმა ლუკა ზაქრაძემ გუნდი დატოვა და თბილისის „დინამოს“ შეუერთდა.

ზაქრაძე უკვე მეოთხე კალათბურთელია, რომელმაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „ვითასთან“ კონტრაქტი შეწყვიტა. მანამდე გუნდი დატოვეს ბექა წივწივაძემ, მიხეილ ბერიშვილმა და უკრაინელმა ლეგიონერმა ალექსანდრ ლიპოვიმ. ეს კლუბის სერიოზულმა ფინანსურმა სიძნელეებმა გამოიწვია. 

 „ვითა“ პირველი ქართული კლუბია, რომელმაც „ვითიბის“ ერთიან ლიგაში თამაშის წინადადება მიიღო. ლიგის ამჟამინდელ სეზონში პაველ გოოგეს გუნდმა შვიდი შეხვედრა ჩაატარა და შვიდივეში დამარცხდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0