საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სტიქისგან მიღებულ ზარალს აანაზღაურებს

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიშტორმი
შტორმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამინდის გაუარესების გამო საქართველოს რამოდენიმე რეგიონში - სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შემოღებულია შეზღუდვები.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა დაითვლის და აანაზღაურებს ზარალს, რომელიც სტიქიისაგან მოსახლეობამ მიიღო, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ხუთშაბათს, 12 ნოემბერს. 

საქართველოში ამინდი გუშინ გაუარესდა. ძლიერმა ქარმა, წვიმამ, ხოლო მაღალ მთიანეთში თოვლმა და ყინვამ პრობლემები შექმნა. ზოგიერთ სოფელში როგორც ქვეყნის აღმოსავლეთით ისე დასავლეთში დაზიანებულია შენობები, წაქცეულია ხეები, 50 ათასამდე მომხმარებელი შუქის გარეშეა დარჩენილი. 

„ვესაუბრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას. სამწუხაროდ, ბევრ რეგიონში პრობლემებია სტიქიის გამო. დათვლილი იქნება ზარალი და და ინფრასტრუქტურულ ზარალს მთლიანად საქართველოს ხელისუფლება დაფარავს“, — თქვა ხადურმა. 

ამინდის გაუარესების გამო საქართველოს რამოდენიმე რეგიონში — სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შემოღებულია შეზღუდვები. 


ყველა ახალი ამბავი
0