თბილისში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი თამაშში „რა? სად? როდის?“

© photo: Sputnik / М. Юрченко / გადასვლა მედიაბანკში"რა? სად? როდის?" გადაღებები
რა? სად? როდის? გადაღებები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემპიონატი 12 ნოემბერს ქართულ თემატიკაზე არაოფიციალური ტურნირით დაიწყება და 15 ან 16 ნოემბერს დასრულდება. კვირას მსურველებისთვის კახეთში ექსკურსია იგეგმება.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში პირველად 13 და 14 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება სპორტულ თამაშში „რა? სად? როდის?“, — იუწყებიან ორგანიზატორები. 

მსოფლიოს XIII ჩემპიონატში საქართველოს სამი გუნდის გარდა, დაიშვებიან რუსეთი (ოთხი გუნდით, მათ შორის, 2014 წლის ჩემპიონით), აზერბაიჯანი (ოთხი გუნდით, მათ შორის 2014 წლის მცირე ფინალის ჩემპიონით), უზბეკეთი და სომხეთი (სამ–სამი გუნდით), ბელარუსი (ორი გუნდით)და ასევე ისრაელის, ლატვიის,მოლდოვასა და თურქმენეთის ორ–ორი გუნდი.  თითო–თითო გუნდით წარსდგებიან:ავსტრია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი,გერმანია, ყაზახეთი, კანადა, აშშ, ფინეთი, ლიტვა, ჩეხეთი, უკრაინა, ესტონეთი, პოლონეთი, შვეიცარია და რუმინეთი. 

„ცნობილი მოთამაშეებიდან პრაქტიკულად ყველა ჩამოვა: ალექსანდრ დუზი, მაქსიმ პოტაშევი, ილია ნოვიკოვი, ბალაშ კასუმოვი, ელენა პოტანინა, მოკლედ, ბევრი მათგანი, ვის ნახვასაც ჩვეულები ვართ ეკრანზე. რაც შეეხება ფავორიტს, უპირატესობას მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ილია ბერის გუნდს მივანიჭებდი, რომლის შემადგენლობაშიც გამოდის ილია ნოვიკოვი“, — განუცხადა ჟურნალისტებს ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარემ და ქართული „რა? სად? როდის?“ უცვლელმა წამყვანმა გიორგი მოსიძემ.  

მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ღონისძიებები თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგში“ დაიწყება 13 ნოემბერს, 12:30 საათზე, და 14 ნოემბერს, საღამოს 6 საათისთვის დასრულდება.  

ჩემპიონატი 12 ნოემბერს ქართულ თემატიკაზე არაოფიციალური ტურნირით დაიწყება და 15 ან 16 ნოემბერს დასრულდება. კვირას მსურველებისთვის კახეთში ექსკურსია იგეგმება. 

„სატელევიზიო ვერსიასა და ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარებულ თამაშს შორის ძირითადი განსხვავება — ეს შეკითხვების ტიპია. ტელევერსიაში ისინი უფრო მეტად კონკრეტული ფაქტების ცოდნასა და ასოციაციურ აზროვნებაზეა გათვლილი. სპორტულ ვარიანტში კი შეკითხვები, ძირითადად, ლოგიკური ჯაჭვის აწყობაზეა გათვლილი. და ისეც ხდება, რომ სპორტული „რა? სად? როდის?“  კარგად მოთამაშე მოაზროვნე არც ისე ხარისხიანად ატარებს თამაშს ტელევერსიაში“, — თქვა ერთ–ერთმა საუკეთესო ქართველმა მოაზროვნემ, პირველი ბროლის ბუს მფლობელმა ია მეტრეველმა. 

ღონისძიება თბილისის მერიისა და აზერბაიჯანული კომპანია „სოკარის“ პატრონაჟით ტარდება. 


ყველა ახალი ამბავი
0