კარასინმა გაეროს წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებაზე იმსჯელა

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშიგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბარი შეეხებოდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, აფხაზეთში, გალის რაიონში არსებულ ვითარებას, გაერო როლს მშვიდობის საქმეში და სტაბილორობას სამხრეთ კავკასიაში.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ხუთშაბათს ამეირკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ანტი ტურუნენს შეხვდა, — იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„საუბარი შეეხებოდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, აფხაზეთში, გალის რაიონში არსებულ ვითარებას, გაერო როლს მშვიდობის საქმეში და სტაბილორობას სამხრეთ კავკასიაში. აღინიშნა, რომ აუცილებელია ერთობლივი მექანიზმის ამუშავება აფხაზეთ–საქართველოს საზღვარზე ინციდენტებზე რეაგირებისა და მათი აღმოფხვრის მიზნით“, — ნათქვამია კარასინის უწყების განცხადებაში. 

2008 წლის აგვისტოში  თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა,  რომლებიც  ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ,  საგარეო პოლიტიკის  ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან  ურთიერთობების დარეგულირება დაასახელეს, მხოლოდ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის  დარღვევის ხარჯზე.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდება, რომლებსაც საქრათველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მართავენ.

ყველა ახალი ამბავი
0