პრემიერ-მინისტრმა გერმანელ ხალხს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

© facebook.com/GaribashviliOfficialგერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ შმიდტი
გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ შმიდტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხშაბათს, 11 ნოემბერს, 97 წლის ასაკში გერმანიის მეხუთე კანცლერი ჰელმუტ შმიდტი გარდაიცვალა, რომელიც ქვეყანას 1974 წლიდან 1982 წლამდე მართავდა.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს, გერმანიის ყოფილი კანცლერის, ბატონი ჰელმუტ შმიდტის(Helmut Schmidt) ოჯახსა და გერმანელ ხალხს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

 ოთხშაბათს, 11 ნოემბერს, 97 წლის ასაკში გერმანიის მეხუთე კანცლერი ჰელმუტ შმიდტი გარდაიცვალა, რომელიც ქვეყანას 1974 წლიდან 1982 წლამდე მართავდა.

 ”ჰელმუტ შმიდტი იყო ბრწყინვალე სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, რომლის პინციპულობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა გერმანიის უახლეს ისტორიაში და უდიდესი წვლილი შეიტანა ევროპის პოლიტიკურ გაერთიანებაში.

 დარწმუნებული ვარ, რომ კანცლერი შმიდტი სამუდამოდ დარჩება მთელს მსოფლიოში პოლიტიკოსების, სახელმწიფო მოღვაწეებისა და მოაზროვნეების მოგონებებში. მისი ხედვა იქნება შთაგონების წყარო კიდევ არაერთი თაობისთვის, მათთვის, ვინც საქმით ემსახურება ევროპაში ჰუმანიზმის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის იდეებს.”- ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

ყველა ახალი ამბავი
0