ექსპერტები :“ირანული გაზის შეძენა მომავლის პერსპექტივაა“

© RIA Novosti . / Тарас Литвиненкоგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ ირანისგან 4.955 კუბური მეტრი გაზი მხოლოდ ერთხელ 2006 წელს შეიძინა.

თბილისი, 12 ნოემბერი —Sputnik. საქართველო ირანიდან ბუნებრივ აირს საჭირო რაოდენობით სათანადო ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო ვერ მიიღებს, განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა  

 „ირანსა და სომხეთს შორის არსებული 700 მილიმეტრიანი გაზსადენი, სრულფასოვნად სომხეთსაც ვერ ამარაგებს და მით უმეტეს არ არის გათვლილი ისეთ რაოდენობაზე, რომელსაც საქართველო მოიხმარს. აქედან გამომდინარე დღეს არ არსებობს ინფრასრტუქურა, რომლითაც საქართველოში შეიძლება ირანული გაზის შემოტანა“–აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

 2014 წელს საქართველომ 2,177.036  კუბური მეტრი გაზი მოიხმარა.

 გია ხუხაშვილის თქმით, ირანიდან გაზის მოწოდებას ძალიან დიდი ინვესტიცია დასჭირდება. ამავე დროს აუცილებელია გარკვეული პოლიტიკური სტიმულებიც.

 „ირანის ადგილი ჯერ კიდევ მოსაძებნია საერთო გლობალურ წესრიგში და ეს პროცესი რა თქმა უნდა დაწყებულია, მაგრამ  დასრულებული არ არის. გარდა ამისა, დიდი მოთამაშეები ბაზრების გაყოფაზეც უნდა შეთანხმდნენ“–აღნიშნა ექსპერტმა 

 ირანიდან გაზის მიღებასთან დაკავშირებით არსებულ ტექნიკურ პრობლემებზე კიდევ ერთი ექსპერტი, ეკონომისტი ლევან კალანდაძე საუბრობს.

 „ირანისგან გაზის მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია და, თუ მომავალში მოხდება გაზსადენის რეაბილიტაცია,შეიძლება, საქართველოს გაზის მომწოდებელი ქვეყნების არც თუ ისე დიდ ჩამონათვალს ირანიც დაემატოს“, – აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

 საქართველომ ირანისგან 4.955 კუბური მეტრი გაზი მხოლოდ ერთხელ 2006 წელს შეიძინა.   

 ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო არ გამორიცხავს ირანისგან ბუნებრივი აირის შეძენას იმ შემთხვევაში, თუ თეირანი კონკურენტუნარიან ფასს შემოგვთავაზებს.

 „ირანი — ძალზე საინტერესო ქვეყანაა. მას მძლავრი რესურსები აქვს და ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს რესურსები ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისათვის გამოვიყენოთ… თუ მათი მხრიდან კონკურენტუნარიანი ფასები იქნება წარმოდგენილი, მაშინ, რა თქმა უნდა, ირანულ გაზი ჩვენს ბაზარზე შეიძლება გამოჩნდეს“, — განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ოთხშაბათს, 11 ნოემბერს.

 მანამდე საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნისათვის, შესაძლოა, საინტერესო იყოს ირანული გაზის შემოსვლა და ხაზი გაუსვა ირანთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხს.

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0