უფლებადამცველი: „მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ ქვეყანაში პროგრესია“

© http://pco.ge/wp-content/uploads/2014/03/20131008162207media.jpgქართული მედია
ქართული მედია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟენევაში, სამშაბათს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (Universal Periodic Review, UPR) ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ წარადგინა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ 2011 წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმებისა და ღონისძიებების შესახებ.

თბილისი, 12 ნოემბერი —Sputnik. საქართველოში სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით ხუთი წლის წინ არსებულ მდგომარეობასთან შედარებით პროგრესია, განაცხადა უფლებადამცველმა გელა ნიკოლაიშვილმა.

 „რაც შეეხება ბოლო დროს რუსთავი 2–ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ტელევიზია არის სახელისუფლებო. ცდილობენ წარმოაჩინონ რომ დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზია მხოლოდ "რუსთავი 2"–ია. მიმაჩნია, რომ ყველა ტელევიზია რაც საქართველოში არსებობს და მათი რაოდენობა 30–მდე იქნება, ხელისუფლებისგან დაამოუკიდებელია“–აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა. 

 მისი თქმით, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი რა თქმა უნდა "რუსთავი 2"–იც არის, მაგრამ ის დამოკიდებულია ერთ პარტიაზე,“ნაციონალურ მოძრაობაზე“ რომელიც მას მართავს.

 გაეროს ქვეყნებმა საქართველოში სასამართლო დამოუკიდებლობისა და მედია თავისუფლების კუთხით მიღწეული პროგრესი აღნიშნეს.

 ჟენევაში, სამშაბათს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (Universal Periodic Review, UPR) ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ წარადგინა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ 2011 წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმებისა და ღონისძიებების შესახებ.

 საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა გაეროს 71-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო, რომლებმაც აღნიშნეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შემდეგ სფეროებში. კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვის, სასამართლო დამოუკიდებლობის, მედია თავისუფლების, ანტიდისკრიმინაციული კანონის და უფასო იურიდიული მომსახურების გაძლიერებაში.

 გაეროს სახელმწიფოები რეკომენდაციას აძლევენ საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს აღნიშნულ სფეროებში შემდგომი რეფორმების განხორციელება.

„იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს დღის წესრიგში ჯერ კიდევ რჩება, რეკომენდაციები გამოითქვა. ამ კუთხით აქცენტი გაკეთდა ქალთა უფლებების, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დაცვაზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

 ხუთშაბათს, 12 ნოემბერს დაგეგმილია სამუშაო ჯგუფის ანგარიშის დამტკიცება, რომელშიც აისახება საქართველოს მიმართ გაცემული ყველა რეკომენდაცია. 

 გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დაფუძნებული უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ახალი მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული მექანიზმის  ფარგლებში,  გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0