ძაბირაძე: „პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსახლება ქვეყნის იმიჯს დააზარალებს“

ავლაბრის რეზიდენცია
ავლაბრის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია უნდა დატოვოს.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ავლაბრის რეზიდენციიდან იძულებით გამოსახლება ქვეყნის დემოკრატიული იმიჯისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება. განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ. 

 „თუ პრეზიდენტი თავად არ მიიღებს რეზიდენციის დატოვების  გადაწყვეტილებას, სამართლებრივი კუთხით შესაძლებელია იძულებით აღსრულების მექსნიზმის ამუშავება. თუმცა სწორედ აქ არის პრობლემა, რადგან პრეზიდენტის გამოსახლება კიდევ ერთ აურზაურს, გამოიწვევს  როგორც ქვეყნის შეიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს კი პირდაპირი დარტყმას მიაყენებს ქვეყნის იმიჯს“–აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისივე თქმით, მარგველაშვილის რეზიდენციიდან ძალით გამოსახლება იმ დროს, როდესაც რუსთავი 2–ის პრობლემა მეტ–ნაკლებად გვარდება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება საქართველოს მთავრობისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია მან გაითვალისწინოს ამ საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობა და ის ფასი, რომლის გადახდაც მას მოუწევს.

 საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი, მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენცია უნდა დატოვოს.

 საქართველოს ახალი ხელისუფლება და თავად მარგველაშვილი, სახელმწიფოს მეთაურად არჩევამდე, აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა, ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტს გადასცემდნენ, ხოლო პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე განთავსდებოდა. მოგვიანებით მარგველაშვილმა გადაწყვიტა, რომ უარი არ ეთქვა ავლაბრის რეზიდენციაზე. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა.

 „მთავრობამ უნდა მიიყვანოს ბოლომდე თავისი გადაწყვეტილება ოფისებთან დაკავშირებით. მე რაღაც ეტაპზე გაგებით მოვეკიდე მთავრობის დელიკატურობას და ანგარიში გაუწიეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. მთავრობამ არ გაამწვავა ვითარება, არ მისცა კანონიერი სვლა პროცედურას და დაელოდნენ, რომ პრეზიდენტი გონს მოვიდოდა და მოიქცეოდა ისე, როგორც ეკუთვნის კონსტიტუციას და ქართულ სახელმწიფოს. პირველ ეტაპზე, შეიძლება, ამას ჰქონდა გაგება და გამართლება, მაგრამ რამდენი შეიძლება ლოდინი?“, — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და საქართველოს პრეზიდენტს შორის უთანხმოება მრავალმა მიზეზმა გამოიწვია. ბოლო კონფლიქტი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მარგველაშვილის განცხადებას უკავშირდება, რომელმაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში ვითარების გამწვავებაში დაადანაშაულა, როდესაც ის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკით გამოვიდა. 


ყველა ახალი ამბავი
0