სასამართლომ „რუსთავი2–ის“ ხელმძღვანელობას უფლებები აღუდგინა

© photo: courtesy of Rustavi2ტელეკომპანია "რუსთავი 2"
ტელეკომპანია რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების ის ნაწილი გააუქმა, რომელიც დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნას ეხებოდა. საყევარიშვილის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხუთშაბათს, 12 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის მენეჯმენტის, მათ შორის გენერალური დირექტორის უფლებამოსილება აღდგენილია. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური აცხადებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „რუსთავი2“–ის წილების ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანიის „პანორამისთვის“ დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლომ „რუსთავი2“–ის დროებით მმართველებად ტელეკომპანიის დამფუძნებლის დავით დვალისა და Forbes Georgia–ს ყოფილი მთავარი რედაქტორის, ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი დირექტორის რევაზ საყევარიშვილის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

„სასამართლომ საჩივრის განხილვისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საჯარო განცხადებებით მოსარჩელე ქიბარ ხალვაშმა დააფიქსირა პოზიცია — სასამართლო დავების მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, დავით დვალისათვის შპს ‘’სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2’’-ის წილის ნაწილის გადაცემის თაობაზე“, — აღნიშნეს სასამართლოში.

ამ მიზეზით თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების ის ნაწილი გააუქმა, რომელიც დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნას ეხებოდა. საყევარიშვილის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

ამ დადგენილების გასაჩივრება მხარეებს ხუთი დღის განმავლობაში შეუძლიათ. 

ყველა ახალი ამბავი
0