საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ბენეფიციართა დიდი ნაწილი კმაყოფილია

ჯანდაცვა
ჯანდაცვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
"100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მილიონი ლარით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით ბენეფიციართა დიდი ნაწილი კმაყოფილია, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სადაზღვეო ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა გიორგი გიგოლაშვილმა 

 „წინა პროგრამებთან შედარებით ეს პროგრამა უფრო გამართულად მუშაობს,  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ადამიანებისთვის პროცედურული მხარეც  გაუმჯობესებულია. მაგალითად 4–6 თვე იყო ლოდინის პერიოდი გეგმიურ ოპერაციებზე, ახლა ეს დრო  2 თვემდე არის შემცირებული“–აღნიშნა გიორგი გიგოლაშვილმა

 მისი თქმით, რომ არა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ შეძლებდა თუნდაც გეგმიური ოპერაციების გაკეთებას. რადგან მათი ღირებულება რამოდენიმე ასეული ლარიდან იწყება და 10 000 ლარს აჭარბებს. 

ჯანდაცვას დაფინანსება ეზრდება - Sputnik საქართველო
ლევან კალანდაძე: „ჯანდაცვაში ჩადებული ფული წყალში გადაყრილი თანხა არაა“

 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა და ბოლო მონაცემებით მოსახლეობის თითქმის 99,9 %–ია დაზღვეული. 

 გიორგი გიგოლაშვილი არ გამორიცხავს ბენეფიციართა მომსახურებისთვის საჭირო თანხების მოცულობების ზრდის საჭიროებას.

 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება 96 მილიონი ლარით გაიზრდება. 

"100 მილიონი ლარით შემცირდება საგარეო დაკრედიტება და აღნიშნული თანხებიდან 96 მილიონი ლარით გაიზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დაფინანსება", — განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0