თბილისში ინკლუზიური ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

© photo: Sputnikსაქართველო
საქართველო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონფერენცია "ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის" ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ევროპის ინკლუზიური ტურიზმის ქსელის (ENAT) ასოცირებული წევრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარსას“ მხარდაჭერით გაიმართა.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik . „ინკლუზიური ტურიზმის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გამართულ ინკლუზიური ტურიზმის მესამე  საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია იმ ადამიანებზე ზრუნვა, ვისაც ეს განსაკუთრებით ესაჭიროება.

„ბოლო ორი წლის მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა უფრო ადაპტირებული გამხდარიყო იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ესაჭიროება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ასეთ ადამიანებზე ზრუნვა და შესაბამისად, მათთვის ყველა იმ პირობის შექმნა, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, უფრო კარგად დაისვენონ და მეტი სოციალიზაცია მოახდინონ მთლიანად საზოგადოებაში“ — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კონფერენცია "ინკლუზიური ტურიზმი ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობისათვის" ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ევროპის ინკლუზიური ტურიზმის ქსელის (ENAT) ასოცირებული წევრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარსას“  მხარდაჭერით გაიმართა. 


ყველა ახალი ამბავი
0