დებორა ჯეიმსი: "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საჰაერო ძალების გამოყენება საჭიროა

© photo: Sputnik / http://informvest.com/2015/07/09/ministr-vvs-ssha-nazvala-rf-samoj-bolshoj-ugrozoj-dlya-eyo-strany/66560.htmlდებორა ჯეიმსი
დებორა ჯეიმსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სამხედრო-საჰაერო ძალებს შეუძლიათ ბევრის გაკეთება, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ტერიტორიის დაკავება და მართვა“, - განაცხადა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრმა დებორა ლი ჯეიმსმა.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დაწყებულმა საჰაერო კამპანიამ  გარკვეულ პროგრესს მიაღწია, თუმცა, ეს საკმარისი არ არის, განაცხადა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრმა დებორა ლი ჯეიმსმა ჟურნალისტებთან საუბრისას, იუწყება Defense News.

პენტაგონის პირველმა პირმა ეშტომ კარტერმა კი სირიაში ამერიკელი მებრძოლების დამატებითი ძალების გაგზანის შესახებ დააყენა საკითხი, იხსენებს გამოცემა.

„სამხედრო-საჰაერო ძალები ძალზე მნიშვნელოვანია. მათ შეუძლიათ ბევრი, თუმცა ყველაფერი არა“, — ხაზგასმით აღნიშნა დებორა ლი ჯეიმსმა.

„საბოლოო ჯამში, მათ შეუძლიათ ტერიტორიის ოკუპირება და ამავე დროს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მათ არ შეუძლიათ ტერიტორიის მართვა“, — აღნიშნა მინისტრმა.

მისი აზრით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად საჰაერო ძალების გამოყენებაა აუცილებელი.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0