თურქეთის სანაპიროებთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვას 14 ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Юрий Кавер / გადასვლა მედიაბანკშიეგეოსის ზღვა
ეგეოსის ზღვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნავი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსისკენ მიცურავდა. ქვეყნის სანაპირო დაცვამ ნავში მყოფი 27 მიგრანტის გადარჩენა შეძლო.

თბილისი, 11 ნოემბერი – Sputnik. ნავი, რომელზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ, ოთხშაბათს თურქეთის სანაპიროებთან ჩაიძირა, რის შედეგადაც 14 ადამიანი, მათ შორის – შვიდი ბავშვი დაიღუპა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „ფრანს პრესის“ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ნავი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსისკენ მიცურავდა. ის თურქეთში, ეგეოსის ზღვის სანაპიროსთან ჩაიძირა. ქვეყნის სანაპირო დაცვამ ნავში მყოფი 27 მიგრანტის გადარჩენა შეძლო.

ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო „ფრონტექსის“ ბოლო მონაცემებით, 2015 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიებზე დაახლოებით 1,2 მლნ მიგრანტი ჩავიდა. ევროკომისიის განცხადებით, ეს ყველაზე დიდი კრიზისია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში.


ყველა ახალი ამბავი
0