სირიელმა სკოლის მოსწავლეებმა აუცილებელ უცხო ენად რუსული ენის არჩევას უმატეს. იხილეთ ვიდეო, თუ რას ფიქრობენ ისინი ენის შესწავლაზე და როგორ მიმდინარეობს გაკვეთილი დამასკის ერთ–ერთ სკოლაში.
სირიელი ბავშვები მე–7 კლასიდან ინგლისურ ენასთან ერთად დამატებით, მეორე უცხო ენად, რუსული ენის არჩევასაც შეძლებენ. ადრე მოსწავლეთა დიდი ნაწილი ფრანგულ ენას ირჩევდა, თუმცა ახლა რუსული ენა უფრო პოპულარული გახდა.
"ჩვენ გვსურს ვისწავლოთ რუსული ენა, ასე ჩვენ შევძლებთ გავაფართოვოთ და განვავითაროთ ჩვენი კულტურა. თავიდან ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩვენ ვსწავლობდით, და ახლა უკვე გაგვიმარტივდა", – განაცხადა დამასკის სკოლა თალას მე–7 კლასის მოსწავლე გოგონამ.
როგორც სკოლის პედაგოგი, აჰმად რაბი აცხადებს, მოსწავლეები გატაცებულები არიან რუსული ენით და სიამოვნებით სწავლობენ.
რუსული ენის მიმართ ინტერესი, მასწავლებლების თქმით, სირიაში რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების ოპერაციის და ლათაკიაში ავიაციის განლაგების დაყწებას უკავშირდება. აქ 2015 წლის სექტემბრიდან ამ ენას 4500 მოსწავლე სწავლობს.
"ჩვენი მოსახლეობა მადლობელია რუსეთის მხრიდან ტერორისტებთან ბრძოლაში დახმარებისათვის. ისინი ამაყობენ ამ ძლიერ სახელმწიფოსთან მეგობრობით. ამაში ხალხი პერსპექტივას ხედავს. მომავალში მათ სწავლის რუსეთში გაგრძელება შეეძლებათ და საშუალება მიეცემათ ექიმის ან ინჟინრის პროფესიას დაეუფლონ. ასევე შეიძლება უბრალოდ შეხვდნენ რუს ოფიცერს და მას მადლობა გადაუხადონ", – "რია ნოვოსტისთან" საუბარში განაცხადა ტიშრინის უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტის დეკანმა, დოქტორ ავრას ოთმანმა.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ძალიან გაიზარდა იმ აბიტურიენტთა რაოდენობა, რომლებიც რუსულ ენას ირჩევენ შესასწავლად – წელს მათმა რაოდენობამ 619–ს მიაღწია, როდესაც გასულ წელს მათი რაოდენობა 80 იყო.